Thursday, October 24, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:  ,,სამკურნალო ყვავილები“
პროექტის მთავარი იდეა: (თემა) მოიძიებენ მასალებს სამკურნალო მცენარეებზე.
პროექტის აქტუალობა: ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საკუთარი აზრის გამოხატვის, მოსმენის კულტურის, შემოქმედებითი უნარის განვითარებას, მხატვრული და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას, ურთიერთპატივისცემის გაღვივებას, გამოცდილების გაზიარება-გაცვლას.
პროექტის მიზნები : მოსწავლეებმა შეძლონ წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით გადმოსცენ მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე. შეძლონ ინფორმაციის მოპოვება
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
ვადების ხანგრძლივობანებისმიერი ერთი თვე (შeსაძლებელია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში)
მოსალოდნელი შედეგიპროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : სამკურნალო მცენარეთა ფოტოკოლაჟი, ინფორმაცია მათ შესახებ.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი, ვიდეო და ფოტო მასალა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) : მოსწავლეებს ვყოფ 6 ჯგუფად , შემოქმედებითი უნარის განვითარების მიზნით  თვითოეულ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაციები სამკურნალო ყვავილებზე,  ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებ , ერთი თვის მანძილზე შეაგროვონ, გადაიღონ აუდიო და ციფრული ფოტოები, შექმნან ნახატები, სლაიდები მოკლე ტექსტური განმარტებით. ვირჩევთ საპრეზენტაციო დღეს, წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. ნამუშევრის შეფასებისას გავითვალისწინებ ზეპირ პრეზენტაციასმსჯელობასვიყენებ ზეპირ კომენტარს.
გამოვიყენებ თვითშეფასების ფორმასმოსწავლეებს ვთხოვშეაფასონ ვისი ნამუშევარი მოეწონათ და რატომრა მოეწონათ ამ პროექტის შესრულებისას
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში: 
ქართ. IV. 15. მოსწავლეს შეძლებს გარკვეული საყრდენების დახმარებით
მარტივი ყოფითი ტექსტების წერას.
ქარ. IV. 9. მოსწავლეს შეძლებს ვიზუალურად გამოხატოს აღძრული შთაბეჭდილებები.
მოსწავლე შეძლებს სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასკომუნიკაციის უნარის განვითარებასფოტოებისნახატების შექმნას და თანაკლასელებთან გაზიარებას.
 ნამუშევრის შეფასებისას გავითვალისწინებ ზეპირ პრეზენტაციას, მსჯელობას. ვიყენებ ზეპირ კომენტარს.
გამოვიყენებ თვითშეფასების ფორმას. მოსწავლეებს ვთხოვ, შეაფასონ ვისი ნამუშევარი მოეწონათ და რატომ, რა მოეწონათ ამ პროექტის შესრულების

პროექტის ხელმძღვანელი: გიული ციცაგი


 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: giulitsitsagi5@gmail.com
 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: giulitsitsagi5@blogpstop.com

No comments:

Post a Comment